|
2022-10-18 13:34:10, 2113 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ ბიზნესდაჯილდოებაზე რეგისტრაციის დასრულებამდე 2 დღე დარჩა
იჩქარეთ, „თიბისის“ ბიზნესდაჯილდოებაზე რეგისტრაციის დასრულებამდე 2 დღე დარჩა. ბიზნესდაჯილდოება „თიბისის“ ბიზნესის მხარდაჭერის პროექტია, რომელიც წელს უკვე მეშვიდედ იმართება. პროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა და ბიზნეს სოციუმის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. დაჯილდოებაში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. წელს ბიზნესდაჯილდოება წარმოდგენილია შემდეგი ნომინაციებით:
ტრადიციულად წელსაც სიახლეა დაჯილდოების ნომინაციებს შორის, არსებულ ნომინაციებს დაემატა ერთი ახალი :
ასევე, წელს ბიზნესდაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ექნებათ - გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის. ნაწილობრივ იცვლება გამარჯვებულების გამოვლენის წესიც. წელს პირველად, გამარჯვებულების შეფასების პროცესში მომხმარებლებიც ჩაერთვებიან, კერძოდ, ისინი 2 ნომინაციაში - საუკეთესო პროდუქტი და გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება, საუკეთესო ბიზნესების გამოვლენაში მიიღებენ მონაწილეობას. პროექტის პარტნიორები წელსაც არიან VISA (მთავარი სპონსორი), ფონდი EFSE და „აწარმოე საქართველოში“. UN Women-მა წელს პირველად დააწესა სპეციალური ჯილდო, გენდერული თანასწორობისთვის, ხოლო GCPF-მა (Global climate partnership fund) - მწვანე ინიციატივებისთვის. კიდევ ერთი პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილე ბიზნესების მომხმარებლების კვლევას, არის კვლევით ი კომპანია ANOVA. გამარჯვებულები დაჯილდოების ფინალური ღონისძიებაზე, დეკემბერში გამოვლინდება. თუ ჯერ არ ხარ ბიზნესდაჯილდოების მონაწილე, განაცხადი შეგიძლია შეავსო აქ: https://www.businessaward.ge/
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)