|
2022-10-14 11:28:04, 1210 ნახვა
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ ილია მეორე გადადგომას გეგმავდა
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე გადადგომას გეგმავდა. როგორც ჯაღმაიძემ სვეტიცხოველში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გადადგომის მიზეზი, სავარაუდოდ, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო, თუმცა მღვდელმთავრებმა ხელი შეუშალეს. "ვთქვი ამის შესახებ, რომ პატრიარქს ჰქონდა ნათქვამი გადადგომის შესახებ, თუმცა არანაირი თარიღები, არანაირი ვადები სიმართლეს არ შეესაბამება. ალბათ გადადგომას მისი ჯანმრთელობიდან ან ასაკიდან გამომდინარე გეგმავდა. მღვდელმთავრები არიან წინააღმდეგი ამის და განწყობაც შესაბამისია, რომ პატრიარქმა გააგრძელოს თავისი მსახურება",- განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა. შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ციხიდან წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ილია მეორეს გადადგომის სურვილი ჰქონდა. სოსო გოგაშვილის მტკიცებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის თვითმართველობის არჩევნებამდე პატრიარქი აპირებდა გადადგომას "კონკრეტულად 14 ოქტომბერს".
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)