|
2022-10-13 14:48:38, 919 ნახვა
საზოგადოება
კალაძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე - უმძიმესი ფაქტია, ყველა კანონის ფარგლებში დაისჯება
თბილისის მერი, კახა კალაძე ხეჩინაშვილის კლინიკაში მივიდა, სადაც რამდენიმე წუთის წინ 13 წლის გოგონა გარდაიცვალა. როგორც კალაძემ განაცხადა, ეს უმძიმესი ტრაგედიაა და ყველა კანონის ფარგლებში დაისჯება. "უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემული ვართ ყველა, გამოძიება დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და ყველა დაისჯება კანონის ფარგლებში. სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო Green Service-ი. ეს უდიდესი და უმძიმესი თემაა და ყველას დიდი პასუხისმგებლობაა",- განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადარჩენას ორი თანატოლი ბიჭი ცდილობდა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმეა მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვის სუნთქვაზე იმყოფება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)