|
2022-10-13 11:35:17, 838 ნახვა
საზოგადოება
გორში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინრასტრუქტურული და სტრუქტურული ერთეულების გაძლიერების, ასევე საპოლიციო სერვისებზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში, ქალაქ გორში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ცენტრი მოადგილეებთან ერთად გახსნა. ცენტრის გახსნას ასევე დაესწრნენ შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული - მიხეილ შაყულაშვილი და გორის მერი - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. "დღეიდან, შიდა ქართლის მოსახლეობა 50-მდე საპოლიციო სერვისს, „ერთი სარკმლის“ პრინციპით, ერთ სივრცეში მიიღებს, მათ შორის: ავტომობილი მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმებას ან ჯარიმით შეცვლას, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღებას, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობას და სხვა. საპატრულო პოლიციის თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრი აღჭურვილია ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით, ასევე, დანერგილია განაცხადების ელექტრონული ფორმით მიღების სისტემა, რაც გამორიცხავს განცხადებებისა და საჩივრების ხელით შევსების აქამდე დამკვიდრებულ პრაქტიკას. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტი, ეტაპობრივად სხვა ქალაქებშიც გაიხსნება:,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)