|
2022-10-04 14:26:13, 1171 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის „საქართველოში ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა“ პრეზენტაცია გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ორწლიანი პროექტის მიზანს, რომელიც კონსორციუმის - COWI და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ განხორციელდება - ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავება, ნარჩენების მართვაში ტექნოლოგიური სისტემების დანერგვა და ცირკულარული ეკონომიკის მხარდაჭერა წარმოადგენს. უწყების ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების სექტორის კოორდინატორის, ალექსანდრე დარასის განცხადებით, ორწლიანი პროექტის ფარგლებში, საქართველოში მნიშვნელოვანად გაუმჯობესდება ნარჩენების მართვის პრაქტიკა. პროექტის მოსალოდნელი შედეგი ნარჩენების დახარისხება/გადამუშავება/ხელახალი გამოყენება და საზოგადოებაში მწვანე ეკონომიკის კონცეფციის დანერგვის მხარდაჭერაა. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამ ქვეყანაში ნარჩენების ეროვნული პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა. აღსანიშნავია, რომ ნარჩენების მართვის სექტორში საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო პარტნიორების და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. პროექტის განხილვას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)