|
2022-10-04 12:00:56, 838 ნახვა
საზოგადოება
შსს-მ, კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, ბათუმში სახალხო ღონისძიების შემდეგ სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლაში და N20 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შეხვდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანი იყო არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, მოზარდების ცნობიერების ამაღლება, როგორც საგზაო და სახანძრო, ასევე, სამოქალაქო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ. საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოზარდებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგის შესახებ მათთვის საჭირო და აქტუალურ თემებზე: ბავშვთა უფლებები (ასაკის შესაბამისად), ნაადრევი ქორწინება, ბულინგი და ორგანიზებული დანაშაული. კამპანიას - „ემეგობრე პოლიციას“ განგრძობითი ხასიათი ექნება და საინფორმაციო შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით კიდევ ხუთი რეგიონის სხვადასხვა სკოლაში გაიმართება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)