|
2022-10-04 11:51:34, 810 ნახვა
საზოგადოება
რუსთავში მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციაზე ვაკანსიები გამოცხადდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრების საქმიანობის არეალის გაფართოების მიზნით, თბილისის შემდეგ, ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, რუსთავში ვაკანსიები გამოაცხადა. შსს-ს ინფორმაციით, კონკურსი გამოცხადდა მართლწესრიგის ოფიცრის 20 ვაკანტურ თანამდებობაზე. "მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს. აღნიშნული ინსტიტუტი მიზნად ისახავს პოლიციის პრევენციული საქმიანობის გაძლიერებას. მართლწესრიგის ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობები ასევე მოიცავს: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას; ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოებას; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირებას", - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქში დაინერგება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)