08:16 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-04 10:48:16, 756 ნახვა

საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები ესპანეთში, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ

შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები ესპანეთში, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. გამოცდილების გაზიარების მიზნით, გაიმართა რამდენიმე შეხვედრა ესპანეთის შრომისა და სოციალური უსაფრთხოების ინსპექციაში, შრომის უსაფრთხოების რეგიონულ ინსტიტუტსა და სხვა უწყებებში. 

სასწავლო ვიზიტის მიზანი შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებისთვის ესპანეთის შრომისა და სოციალური უსაფრთხოების ინსპექციის ძირითადი მახასიათებლების გაცნობა იყო. 
ქართული მხარე გაეცნო, ესპანეთში მოქმედ ინსპექტირების სისტემას, სამართლებრივ ჩარჩოსა და მუშაობის ძირითად პრინციპებს.  შეხვედრები გაიმართა ესპანეთის შრომისა და სოციალური უსაფრთხოების ინსპექციის გენერალურ დირექტორთან კარმენ კოლადოსთან, ასევე მადრიდის შრომის უსაფრთხოების რეგიონული ინსტიტუტის სირექტორთან მარაია პარასთან და სხვა წარმომადგენლებთან. 

სასწავლო ვიზიტით ესპანეთში იმყოფებოდნენ შრომის ინსპექციის სამსახურის უფრო ბექა ფერაძე, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მიქაია, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მაია მჭდელიშვილი, ადმინისტრაციის უფროსი ნათია ბუბუტეიშვილი და კონსულტანტი იურიდიულ საკითხებში სალომე ჭელიძე. 

სასწავლო ვიზიტი ჩატარდა ევროკავშირის დაძმობილების პროექტის „საქართველოში შრომის პირობების/შრომითი ურთიერთობების, აგრეთვე სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება” მხარდაჭერით.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics