|
2022-10-03 10:49:14, 1033 ნახვა
საზოგადოება
თბილისის 2022 წლის საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდნენ
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2022 წლის საპატიო თბილისელები დაჯილდოვდნენ. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა. აღნიშნულ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, დაჯილდოებაზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა სიტყვით მიმართა და 20 საპატიო თბილისელს ახალი სტატუსი მიულოცა. „პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, პროფესიონალიზმით, საქმის და ქვეყნის სიყვარულით სავსე ადამიანებზე დგას თბილისი და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია. მიმდინარე წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: შალვა ამონაშვილი - მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი; თენგიზ არჩვაძე - მსახიობი; ტარიელ ჭანტურია - მთარგმნელი, პოეტი; ჯემალ ღაღანიძე - მსახიობი; მერაბ კოკოჩაშვილი - კინორეჟისორი, პედაგოგი; მინდია უგრეხელიძე - სამართალმცოდნე; ვახტანგ ჯავახაძე - პოეტი, მწერალი, მთარგმნელი ; ჯემალ სეფიაშვილი - კომპოზიტორი; ბადრი ვადაჭკორია - ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი; გურამ ბექაია - ფიზიოლოგი, მეცნიერი; ილია ხეროდინაშვილი - ინჟინერი, მეცნიერი; ლაურა იაშვილი - მუსიკოსი, პიანისტი; რევაზ ასათიანი - ინჟინერ-მშენებელი; ვახტანგ დავითაია - არქიტექტორი, პედაგოგი; მაია გოთუა - ალერგოლოგი, იმუნოლოგი; ვან ბაიბურთი - პოლიტიკოსი, ჟურნალისტი; ჰასან ჰასანოვი - აზერბაიჯანელი დიპლომატი; ელიზაბეთ სომბარტი (Elizabeth Sombart) - ფრანგი პიანისტი; ელდარ შენგელაია - რეჟისორი; დემნა გვასალია - დიზაინერი; ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა თბილისის მერიის „ბიგ ბენდი“
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)