|
2022-10-01 13:24:55, 976 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ 107 პირს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა გადასცა. ღონისძიებას დევნილთა სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი მხეიძე და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბელ აბესაძე ესწრებოდნენ. ირაკლი მხეიძის თქმით, პროგრამის მთავარი მიზანია სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა. „ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ სოფლად განსახლების შემდეგ, დევნილ და ეკომიგრანტ ოჯახებს, საკუთარი საქმიანობის წამოწყებაში თუ გაფართოებაში შევუწყოთ ხელი. მნიშვნელოვანია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო, სრულად ინტეგრირდნენ და აღარ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფოს დახმარებაზე“, - განაცხადა ირაკლი მხეიძემ. ამ ეტაპზე, ხელის ტრაქტორი იძულებით გადაადგილებულ 107 პირს გადაეცა, მათ შორის 86-ს შიდა ქართლის რეგიონში. დევნილებისა და ეკომიგრანტების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებს სააგენტო, ყოველწლიურად, ახორციელებს და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)