|
2022-09-30 17:30:41, 925 ნახვა
საზოგადოება
ხუციშვილი - თავდაცვის, შსს-ს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 490,0 მლნ ლარზე მეტით იზრდება
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის თქმით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება, 2022 წლის პირველად ბიუჯეტთან შედარებით, იზრდება 490,0 მლნ ლარზე მეტით. მისი თქმით, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 20%-ით გაზრდის მიზნით გათვალისწინებულია 290,0 მლნ ლარზე მეტი. „როგორც იცით, ჩვენ საჯარო სექტორთან დაკავშირებით გაცხადებული გვაქვს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ხელფასების 10%-იანი მატება. შესაბამისად, მომდევნო წელსაც საჯარო სამსახურში ხელფასები გაიზრდება 10%-ით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა, პოლიციელებისა და ჯარისკაცების სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის, გათვალისწინებულია საცხოვრებელი ბინების მშენებლობა. „2023 წლის ბიუჯეტის პროექტით, ასევე, გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი რესურსი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების ეფექტური ფუნქციონირებისთვის. ბუნებრივია, არსებული გამოწვევების ფონზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)