07:27 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 18:28:08, 1020 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალის ურთიერთმიმართების თანამედროვე გამოწვევების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სიტყვით  მიმართა. მან ისაუბრა თავდაცვის სამინისტროს, კერძოდ, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა (DIBS) და თსუ-ის მჭიდრო თანამშრომლობაზე.

გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი კურსი, სწორედ, ამ ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია. აღინიშნა, რომ 2023 წლიდან თავდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამა უნივერსიტეტის ერთწლიანი აღმასრულებელი სამაგისტრო პროგრამის ნაწილი გახდება.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და უცხოელი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებმა - მეცნიერებმა, მკვლევარებმა, პრაქტიკოსმა იურისტებმა. ღონისძიება თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტისა და საერთაშორისო სამართლის ევროპული საზოგადოების (ESIL) ორგანიზებით გაიმართა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics