|
2022-09-29 17:33:44, 879 ნახვა
საზოგადოება
შსს-მ ბათუმიდან საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“ დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა ორდღიანი საინფორმაციო-შემეცნებით ღონისძიება. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ღონისძიების გახსნას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე დაესწრნენ. უწყების ცნობით, სახალხო ღონისძიებაზე მოზარდებს და ყველა დაინტერესებულ ადამიანს საშუალება აქვს, გაეცნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას, ასევე, შეუძლიათ დაათვალიერონ საპატრულო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცტექნიკა და აღჭურვილობა. ბავშვები, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში. მსგავსი საზოგადოებრივი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ 5 ქალაქში - ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, თელავსა და რუსთავში ჩატარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიას - „ემეგობრე პოლიციას“ განგრძობითი ხასიათი ექნება. სახალხო ღონისძიებების პარალელურად, პროექტი მოიცავს შსს-ს დანაყოფების, კერძოდ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მომსახურების სააგენტოს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ის წარმომადგენლების ვიზიტებს სკოლებში. საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართება მოსწავლეებთან, რომლის მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)