|
2022-09-29 14:46:29, 10498 ნახვა
კულტურა
ბლუმბერგი ბათუმის საინვესტიციო შესაძლებლობებზე სიუჟეტს ამზადებს
ტელეკომპანია BLOOMBERG ბათუმის, როგორც საინვესტიციო და მრავალფეროვანი ბიზნეს შესაძლებლობების ქალაქის შესახებ სიუჟეტს ამზადებს. გადამღები ჯგუფის ობიექტივში ქალაქის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ინფრასტრუქტურასთან ერთად მსხვილი საინვესტიციო პროექტები მოხვდა. სიუჟეტი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ბიზნეს სფეროს მილიონობით წარმომადგენელი იხილავს, ყურადღება ბათუმში მიმდინარე ბიზნეს პროექტებსა და ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს დაეთმობა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის საიმიჯო კამპანიებს აქტიურად აწარმოებს წამყვან ტელეკომპანიებთან, რაც ხელს უწყობს ბათუმის, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას. წელს, რეგიონს სამიზნე ქვეყნებიდან 200-მდე ჟურნალისტი და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი სტუმრობდა, რომლის შედეგადაც უცხოურ მედიაში აჭარის შესახებ 700-მდე სტატია, რეპორტაჟი, ფოტო და ბლოგპოსტი გამოქვეყნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)