|
2022-09-29 11:58:55, 779 ნახვა
საზოგადოება
წყნეთის გზატკეცილის N49 ბ-ს მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყო
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, წყნეთის გზატკეცილის N49 ბ-ს მიმდებარედ ახალი დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყო. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, პროექტის შედეგად, 1 200 კვ. მ ფართობზე ბავშვთა-გასართობი ზონა სხვადასხვა ატრაქციონით განთავსდა, დამონტაჟდა სხვა საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო სარბენი ბილიკი, კომბინირებული სპორტული მოედანი, ასევე დამონტაჟდა სავარჯიშო ტრენაჟორები, განათების ბოძები. პროექტის დასკვნით ეტაპზე სკვერი გამწვანდა. დასრულებულ კეთილმოწყობილ სივრცეში ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, საკრებულოს თავმჯდომარე და მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ტყემალაძესთან ერთად შეხვდა. „დავასრულეთ კიდევ ერთი დასასვენებელი და სპორტული სივრცის მოწყობა. ამ ადგილას არ არსებობდა არც სკვერი, არც სტადიონი. ადგილობრივმა მოსახლეობამ მოგვმართა თხოვნით, რომ მოგვეწყო დასასვენებელი სივრცე. შესაბამისად, როდესაც მოხერხდა ამ პროექტის დაგეგმვა, დავიწყეთ სამუშაოები. შედეგად, კეთილმოწყობილი, მრავალფუნქციური, გამწვანებული სივრცე მივიღეთ, სადაც სპორტული აქტივობაც, დასვენებაც და ბავშვების გართობაც არის შესაძლებელი“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა. სამუშაოების განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 346 000 ლარი გამოიყო. პროექტი, გამგეობის დაკვეთით, შპს „ქუალითიმ“ აწარმოა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)