|
2022-09-29 11:25:18, 834 ნახვა
საზოგადოება
29 სექტემბერი ინტერპოლში საქართველოს გაწევრიანების დღეა
29 სექტემბერი ინტერპოლში საქართველოს გაწევრიანების დღეა საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო შეიქმნა 1993 წლის 29 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია ინტერპოლში გაწევრიანდა. საქართველოს ინტერპოლს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს ინტერპოლის წევრ ქვეყნებს შორის. უწყება აქტიურად არის ჩართული ინტერპოლის მრავალ საერთაშორისო პროექტში, რომელთა მიზანია საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის, ბავშვთა პორნოგრაფიის, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, აგრეთვე, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოპარული კულტურული ხელოვნების ნიმუშებისა და გატაცებული სატრანსპორტო საშუალებების ძებნა. საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო აქტიურად იყენებს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს ყველა ინსტრუმენტს. მისი მოთხოვნის საფუძველზე, გამოცემულია მრავალი ცირკულარი, დაკავებულია საერთაშორისო დონეზე წითელი ცირკულარით ძებნილი არაერთი დამნაშავე, რომლებიც ბრალდებულნი არიან მძიმე დანაშაულებში, მათ შორის, პედოფილიაში, მკვლელობაში, ტერორიზმსა და ფულის გათეთრებაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)