|
2022-09-27 17:47:47, 720 ნახვა
საზოგადოება
“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით Startup Grind-ზე Phubber App-ის დამფუძნებლები წარდგებიან
საქართველოს ბანკი, როგორც სტარტაპების ხელშემწყობი ბანკი ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, 28 სექტემბერს Startup Grind-ის ტრადიციული შეხვედრების მომდევნო ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება. ტრადიციულ პანელზე Phubber App-ის დამფუძნებლები: ანანო დოლაბერიძე და გიორგი ჩუგოშვილი გააზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რაც თან ახლავს სტარტაპის ზრდას, მის საერთაშორისო ბაზარზე გასვლასა და საკუთარი ადგილის დამკვიდრებას. ინფორმაციისთვის, Pubber App პირველი ქართული ონლაინ მოდის პლატფორმაა და აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც სურთ იყიდონ ან გაყიდონ ტანსაცმელი, აქსესუარები და თავის მოვლის საშუალებები. აქ შესაძლებელია ქართველი დიზაინერების კოლექციების, ავთენტური ბრენდების, ვინტაჟური და მეორადი ნივთების აღმოჩენა. სტარპატი 2019 წელს დაარსდა და 500Georgia პროგრამის ფარგლებში გაიარა აქსელერაცია. 500Georgia არის 500 Global-ის სააქსელერაციო პროგრამა, რომელიც რეგიონში 500Georgia-ს სახელით ხორციელდება. მისი მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. სწორედ ამ პროგრამის გავლის შემდეგ ფაბერმა შეძლო უკრაინის ბაზრის ათვისება. კომპანიის შემდეგი მიზანი ყაზახეთი და უზბეკეთია.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)