|
2022-09-27 14:30:43, 869 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე - დღეს არის მწუხარების დღე - დაცემა სოხუმისა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, დაცემა გარდაიქცევა ამაღლებად
არის დღესასწაული, რომელსაც ვულოცავთ ერთმანეთს, არის დღესასწაული, როცა მწუხარებას გამოვთქვამთ,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ბრძანა. როგორც ილია მეორემ ჯვართამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას დასძინა, დღეს არის მწუხარების დღე - დაცემა სოხუმის, თუმცა არ უნდა შეგვეშინდეს, ვინაიდან მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა და დაცემა გარდაიქცევა ამაღლებად. "არის დღესასწაული, რომელსაც ვულოცავთ ერთმანეთს, არის დღესასწაული, როცა მწუხარებას გამოვთქვამთ. ახლა მინდა მოგილოცოთ სამი დღესასწაული - ქეთევანობა, წამება მისი, ჯვართამაღლება და ალავერდობა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება ძალიან ახლოს არის დაკავშირებული ერთმანეთთან, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი მწუხარება გარდაიქცევა სიხარულად. აი, ახლა მრავალი მწუხარე ადამიანია, მრავალი უცხო ადამიანია ჩამოსული საქართველოში, მაგრამ იმედის თვალით ვუყურებთ მომავალს. ჯვართამაღლება - ეს ისეთი დღესასწაულია, ჯვარს გამოსახავს ადამიანი თავისი ცხოვრებით. ერთი ხაზი მიდის უფალთან, მეორე ხაზი კი - ადამიანებთან და ჩვენ ამით იმედს გამოვთქვამთ. მრავალ ადამიანს უნდოდა, დაემხო ჯვარი, მაგრამ ვერ შეძლეს, - ჯვარი უძლეველია, ჯვარი გამარჯვებულია. ამიტომ ჯვრის ძალით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები და გამარჯვებული იქნება ადამიანი. დღეს არის მწუხარების დღე - დაცემა სოხუმისა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდაიქცევა, დაცემა გარდაიქცევა ამაღლებად. ვინც ზეიმობს დაცემას, ის ზეიმობს თავის დაცემას. ჯვარი გეწეროთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ჯვარი უფლისა იყოს მფარველი თქვენი და მთელი მსოფლიოსი. ჩვენთან არს ღმერთი!“,- ქადაგებს პატრიარქი.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)