|
2022-09-21 12:03:15, 1137 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგიამ, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი მარანი დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი მარანი დაათვალიერა. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბექა ნახუცრიშვილმა სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით ისარგებლა და ღვინის მარნის მოსაწყობად 52,000 ლარზე მეტი საგრანტო დაფინანსება და 230,000 ლარის ოდენობით შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო. ფერმერმა, მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 35%-იანი თანადაფინანსებით, 25,000 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა. ბექა ნახუცრიშვილის მარანი, წლიურად, 10,000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომლის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულია 65 ღვინის მარანი და საწარმო, რომელთა ჯამური ინვესტიცია 19 მლნ ლარს, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსება 7 მლნ ლარს აღემატება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)