|
2022-09-19 14:17:45, 989 ნახვა
საზოგადოება
ქართულ-იაპონური პროექტის ფარგლებში, ხორბლის ადგილობრივი ჯიშებისა და მონათესავე ველური სახეობების სრულყოფილი კოლექცია შეიქმნება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) ერთად, იაპონიის მთავრობის პროგრამის „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევის პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“ (SATREPS) ფარგლებში, პროექტს „საქართველოს ადგილობრივი გენეტიკური რესურსების კონსერვაციაზე დაფუძნებული ხორბლის მოლეკულური სელექციის სისტემის ჩამოყალიბება“ იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტს ქართველი მეცნიერები იაპონელ კოლეგებთან ერთად განახორციელებენ. პროექტის მიზანი, ხორბლის ადგილობრივი ჯიშებისა და ახლო მონათესავე ველური სახეობების სრულყოფილი კოლექციის შექმნა და კონსერვაციაა, ასევე, სელექციის ახალი სისტემის შემუშავება, რომელიც გენეტიკური რესურსების გამოყენებით, ჯიშებს მუდმივად გააუმჯობესებს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი JICA-სთან არაერთი წელია თანამშრომლობს. JICA-ს საქართველოს ოფისის მიერ გამოცხადებულ 2021 წლის საგრანტო პროექტში ცენტრის სერტიფიცირების სამსახურმა გრანტი მოიპოვა. გრანტის ფარგლებში, სამსახურს საშრობი კამერა (ინკუბატორი) გადაეცა, რომელიც მცენარეთა გენეტიკური რესურსების მინდვრის კულტურების გენბანკის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას ხმარდება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)