|
2022-09-17 11:00:30, 998 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგიამ პრაღაში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
პრაღაში გამართულ მინისტერიალში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მიიღო მონაწილეობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხეთის რესპუბლიკა მინისტერიალს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის სტატუსით მასპინძლობდა. „მინისტერიალზე, რომელშიც მონაწილეობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებმა, ევროკომისარმა სოფლის მეურნეობის საკითხებში და ევროკავშირის სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირებმა მიიღეს, სასურსათო უსაფრთხოების და მისი დაძლევის გზები განიხილეს. მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, რომელმაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ პროგრესზე ისაუბრა და ამ პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტერიალის ფარგლებში, მონაწილეებმა არსებული გამოწვევების დასაძლევად კოორდინირებული მოქმედებების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მიესალმებიან საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს და მადლობა გადაუხადეს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებისთვის. ჩეხეთის რესპუბლიკაში გამართულ მინისტერიალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)