02:29 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-15 12:25:23, 929 ნახვა

საზოგადოება
ისნის რაიონში 230 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

თბილისს კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა. ისნის რაიონში, საინგილოს ქუჩაზე ახლადაშენებულ N88 საბავშვო ბაღში აღსაზრდელების პირველი ნაკადი მიიღეს, სადაც მათთვის გასართობი ღონისძიება გაიმართა. 

სააღმზრდელო წლის დაწყება ბაღში მისულ ბავშვებსა და მშობლებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად მიულოცა. 

ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი 230 ბავშვზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტის შესაბამისად - მოწყობილია სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, დამონტაჟებულია უსაფრთხოების ბადეები, ასევე, ეკრანი, სადაც მშობლებს შეუძლიათ პირდაპირ ეთერში ადევნონ თვალი სამზარეულო ბლოკში საკვების მომზადების პროცესს. ბაღს აქვს კეთილმოწყობილი ეზო სათამაშო მოედნებითა და ატრაქციონებით. 

2022-2023 სააღმზრდელო წლიდან თბილისის ბაღებში მოიხსნა კოვიდპანდემიის პერიოდში დაწესებული სავალდებულო რეგულაციები. შესაბამისად, პატარებს ბაღის გარემოსთან შეგუება საგრძნობლად გაუმარტივდებათ. 

ახალი საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას სხვა სტუმრებთან ერთად, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics