|
2022-09-13 15:02:12, 867 ნახვა
საზოგადოება
თეკლათში სადრენაჟე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სენაკის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. უწყების ცნობით, სოფელ თეკლათში, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 3,5 კილომეტრი სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც 60 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე და საკარმიდამო ნაკვეთებზე სადრენაჟე მომსახურების აღდგენას უზრუნველყოფს. „მოწესრიგებული სადრენაჟე არხები სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს. დამშრობ სისტემაზე მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, საკრებულოს წევრი საბა ოდიშარია, საქართველოს მელიორაციის დასავლეთ საქართველოს რეგიონალური სამსახურის უფროსი თემურ გაბელაია ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. სამუშაოები, რომელსაც საქართველოს მელიორაცია საკუთარი ძალებით ახორციელებს დასრულების ეტაპზეა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)