01:30 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-13 13:55:38, 788 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია „USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის“ ხელმძღვანელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საერთაშორისო ორგანიზაციის „სოფლის მეურნეობაში ახალი საზღვრების დადგენა“ (CNFA) ახალი პროგრამის „USAID -ის ძლიერი სოფლის პროგრამა“ ხელმძღვანელს დინა კარიჩს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის შესახებ და ყურადღება სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში ახალი პროგრამის განხორციელების ეფექტიანობაზე გაამახვილა.

უწყების ცნობით, მინისტრმა დინა კარიჩს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამები გააცნო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„როგორც შეხვედრაზე ახალი პროგრამის ხელმძღვანელმა განაცხადა, CNFA მოხარულია საქართველოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობით, შესაბამისად ახალი პროექტის ფარგლებში აგრძელებს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

მნიშვნელოვანია, რომ „USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა“ მიზნად ისახავს შერჩეულ მუნიციპალიტეტებში სოფლის განვითარების მხარდაჭერას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების გაზრდას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics