03:12 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-12 17:35:36, 1436 ნახვა

სამართალი
12 წლის შვილშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს 16 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

12 წლის შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს სასამართლომ 16 წლით პატი, მრობა მიუსაჯა. „მოზაიკას“ ინფორმაციით საქმე ეხება 2021 წლის ოქტომბერში მომხდარ შემთხვევას, როდესაც   სამართალდამცავებმა კაცი შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

ბრალდების მხარემ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 


, “მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მსგავსი დაუსაბუთებელი განაჩენი ქართულ სასამართლო სინამდვილეს შესაძლოა, არც გააჩნდეს. ამ განცხადების გაკეთების საფუძველს მაძლევს შემდეგი გარემოებები; სასამართლომ მიიჩნია, რომ პაპას გააჩნია სქესობრივი შეუღლების პოტენცია. დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ორი საექსპერტო დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ პაპა ხანგრძლივი დროის მანძილზე განიცდის სქესობრივ იმპოტენციას, რაც გახდა კიდევაც მისი ოჯახის დანგრევის საფუძველი 2008 წელს“, – აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ თოდუა.

ცნობისთვის, გასულ წელს პროკურატურამ 60 წლის მამაკაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 141-ე მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება); 11 პრიმა, 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტის წლის ასაკს მიუღწეველთან); 11 პრიმა, 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“, მეოთხე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ნდობის გამოყენებით) და 11 პრიმა, 139-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ჩადენილი ოჯახის წევრის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარუდგინა.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics