|
2022-09-12 17:22:03, 1131 ნახვა
საზოგადოება
სოფელ დიღომში, მაჭავარიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, მაჭავარიანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის შედეგად, 3 850 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. თავდაპირველად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლისა და წყალარინების სისტემა მოაწყო. ამ დროისთვის, ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს. „სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სხვადასხვა საკითხი განიხილეს. სოფელ დიღომში, გასულ წელს კვირაცხოვლის, ვაჟა-ფშაველასა და მამუჩაშვილის ქუჩები ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდა. მაჭავარიანის ქუჩის დაგებით კი, სრულდება პროექტი, რომელიც იმ ქუჩების მოწესრიგებას მოიცავდა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის. მაჭავარიანის ქუჩის პროექტი საბურთალოს გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 261 514 ლარია გამოყოფილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)