|
2022-09-12 13:53:03, 907 ნახვა
საზოგადოება
მეუფე სტეფანე - ვერ გაიმარჯვებს რუსეთი იმიტომ, რომ ჩვენს და უკრაინის მიმართ არასწორად მოიქცა
მოგილოცოთ მინდა უკრაინის გამარჯვებები იმიტომ, რომ რეალურად დღეს უკვე როგორც ჩვენ ვხედავთ უკრაინაში მიმდინარეობს სერიოზული წინსვლა და უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლება, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, ის რაც ჩაიდინა რუსეთმა, იყო ძალიან დიდი სისულელე და ამ ომში რუსეთი ვერ გაიმარჯვებს. "ერთი რამე მინდა გითხრათ, მოგილოცოთ მინდა უკრაინის გამარჯვებები იმიტომ, რომ რეალურად დღეს უკვე როგორც ჩვენ ვხედავთ უკრაინაში მიმდინარეობს სერიოზული წინსვლა და უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლება. მე დიდი ხანია ამის შესახებ ვთქვი, თავიდანვე, როდესაც ეს უგუნური შეტევა დაიწყო უკრაინაზე, მე ვთქვი, რომ ეს არის ძალიან დიდი სისულელე, რაც ჩაიდინა რუსეთმა, რუსეთის ხელისუფლებამ და ეს არ დარჩება ასე უბრალოდ და შეუძლებელია ამას პასუხი არ გაეცეს და საბოლოო ჯამში, რომ ვერ გაიმარჯვებს რუსეთი, იმიტომ, რომ უსამართლოდ და არასწორად, როგორც ჩვენს მიმართ, ისე უკრაინის მიმართ მოიქცა. სხვათა შორის, უწმინდესმა უთხრა იქ ხელისუფლებას, რომ რასაც ჩვენ წინააღმდეგ აკეთებთ, ბუმერანგივით მოგიბრუნდებათო. ახლა ფაქტია, რომ ეს ბუმერანგი ნელ-ნელა უტრიალდებათ. მაგათ ახლა ძალიან მძიმე ვითარება აქვთ. იმ მარცხის გამო, რომელიც რუსეთს აქვს, ქვეყანაში სერიოზული არეულობა აქვთ",- განაცხადა მიტროპოლიტმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)