|
2022-09-09 17:12:12, 1521 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში, ზურაბ აზარაშვილის ხელმძღვანელობით, რეფორმებზე მომუშავე შიდა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროში, ზურაბ აზარაშვილის ხელმძღვანელობით, რეფორმებზე მომუშავე შიდა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრებმა ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილ ცვლილებზე იმსჯელეს. განიხილეს ის ახალი სტანდარტები, რაც კლინიკებმა უნდა დააკმაყოფილონ, ისაუბრეს DRG სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საუბარი შეეხო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებასა და ასევე სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური ხელფასების განსაზღვრას. შეგახსენებთ, რომ ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ჯანდაცვის სამინისტრო სხვადასხვა რეფორმას ახორციელებს. წამლის ფასის კიდევ უფრო შემცირების მიზნით, მომდევნო წლიდან, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრება, რაც ფარმაცევტული პროდუქტის ღირებულებაზე ზედა ზღვრის დაწესებას გულისხმობს. სამედიცინო პერსონალის ღირსეული ანაზღაურებისთვის, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კლინიკებში ახალი სახელფასო სისტემა ამოქმედდება, რაც მინიმალური ხელფასის განსაზღვრას გულისხმობს. სამედიცინო სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2025 წლიდან, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა გახდება სავალდებულო. ამასთანავე, სამინისტრო, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად მუშაობს, რათა უახლოეს მომავალში ანაზღაურების ახალი - DRG სისტემა დაინერგოს. დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მოდელით (DRG) ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მომდევნო კვირიდან, დარგობრივ ასოციაციებთან შეხვედრები დაიწყება და სამინისტროს წარმომადგენლები, სფეროში დაგეგმილ ცვლილებებს თემატურ ჯგუფებთან ერთად განიხილავენ. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და ილია ღუდუშაური ესწრებოდნენ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)