00:34 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-08 16:28:54, 1438 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია გერმანიის პრობაციის ბიუროს ეწვია

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრობაციის ბიუროს ეწვია. მინისტრის თქმით, საქართველო-გერმანიის წარმატებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, განსაკუთრებით, ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდგომ.

პრობაციის ბიუროში გამართულ შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები ბუბა ლომუაშვილი და ბექა ძამაშვილი. მინისტრის განცხადებით, მისთვის პრიორიტეტულია პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების შემდგომი განვითარება საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა  ისაუბრეს უწყების მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელთაც დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ახორციელებს; კერძოდ, პრობაციონერთა კონტროლისა და სერვისების უზრუნველყოფის ინოვაციური მოწყობილობა „PROBBOX"-ის დანერგვაზე, რომლის საშუალებით პრობაციონერთა კონტროლი და მომსახურება პრობაციის ბიუროში გამოცხადების გარეშე გახდა შესაძლებელი. მოწყობილობის მეშვეობით უზრუნველყოფილია პრობაციონერთა მეტი ანონიმურობა და გაზრდილია მათი კონტროლისა და მომსახურების გეოგრაფიული არეალი. „PROBBOX"-ის თაობაზე იუსტიციის სამინისტრო აქტიურად უზიარებს გამოცდილებას პარტნიორ ქვეყნებს.

რატი ბრეგაძემ საუბრისას ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან რეფორმებზე, როგორიცაა: ალტერნატიული სასჯელების მოქმედებისა და შინაპატიმრობის აღსრულების ეფექტიანობის გაზრდა; შრომამისჯილი პირების აქტიური ჩართულობის მხარდაჭერა ქვეყნის მასშტაბით ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, ხოლო სასჯელის მოხდის შემდგომ მათი დასაქმების ხელშეწყობა/უზრუნველყოფა; მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მხარდაჭერა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics