|
2022-09-07 12:16:43, 996 ნახვა
საზოგადოება
საქართველო გერმანიის ფედერაციის ნოტარიუსთა პალატასთან სანოტარო სამართლის განვითარებისა და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის საკითხებში ითანამშრომლებს
რატი ბრეგაძემ გერმანიის ფედერაციის ნოტარიუსთა პალატის პრეზიდენტ იენს ბორმანთან შეხვედრისას ისაუბრა იმ მიღწევებზე, რაც საქართველოს სანოტარო სამართლის წარმოებაში აქვს. აღნიშNულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედებს სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრი და მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დისტანციურად მიიღონ ყველა სერვისი. მინისტრმა ისაუბრა იმის შესახებაც, რომ საქართველოში ნოტარიუსთა სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით 12 რაიონშია ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს მოსახლეობის დროსა და ფინანსებს. "სანოტარო სამართლის წარმოება, ელექტრონული სამართლებრივი გარიგებების მომზადების ტექნიკა, დოკუმენტების გაყალბების თავიდან აცილების საშუალებები, ერთობლივი პროფესიული სასწავლო მოდულების განხორციელება - ეს ის საკითხებია, რომელიც მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს. რატი ბრეგაძემ იენს ბორმანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას გერმანიასთან. შეხვედრას მინისტრთან ერთად იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები, ბექა ძამაშვილი, ბუბა ლომუაშვილი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ესწრებოდნენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)