19:54 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-19 15:19:52, 1118 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგიამ ვაშლის გადამმუშავებელი კომპანიების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ვაშლის მოსავლის სეზონთან დაკავშირებული საკითხები გადამმუშავებელი და კონცენტრატის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ მორიგ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.

უწყების ცნობით, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩართული მხარეების კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად, სწორი და ეფექტიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
„ვაშლის მოსავლის აღება-დაბინავება-რეალიზაციის პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს სექტორის ყველა რგოლთან აქტიური კომუნიკაციით”, - განაცხდა მინისტრმა.

„მიმდინარე წელს, ვაშლის საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით, 130-135 ათას ტონას შეადგენს; კომპანიები ვაშლის მიღებას სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყებენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები და სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics