|
2022-08-18 13:59:06, 1192 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოზურგეთში სახელმწიფო თანადაფინანსებით შექმნილი ჩაის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ, ქალაქ ოზურგეთში, „ლაითურის ჩაის საექსპერიმენტო კომპანიის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ჩაის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერეს და წარმოების პროცესს გაეცნენ. სამინისტროს ცნობით, საქართველოში ჩაის წარმოებას მრავალწლიანი ტრადიცია აქვს. ქართულ ჩაი პოპულარული და მოთხოვნადი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ დარგს აქვს პოტენციალი. სწორედ ამან განაპირობა, რომ 2016 წლიდან სახელმწიფომ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელება დაიწო. ჩაის წარმოების ზრდისთვის გვაქვს საგრანტო კომპონენტიც, ტექნიკური დახმარება და სხვა. ეს მხარდაჭერა არის სტიმული და ამავე დროს გარანტია, რომ დარგი გახდეს კონკურენტუნარიანი, ქართული ჩაი ვაქციოთ მოთხოვნად პროდუქტად, რომელიც თავის ადგილს დაიმკვიდრებს საერთაშორისო ბაზარზე ახალზელანდიურ, ჩინურ, იაპონურ, ინდურ და სხვა ქვეყნების მიერ წარმოებულ ჩაის შორის.“ - განაცხადა ოთარ შამუგიამ. „ლაითურის ჩაის საექსპერიმენტო კომპანიამ“, საწარმოს შესაქმნელად, 500,000 ლარიანი ინვესტიცია განახორციელა. აქედან, 155,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. კომპანია „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის“ ბენეფიციარიცაა და 28 ჰა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის სახელწიფო გრანტი 52,000 ლარის ოდენობით აქვს მიღებული. საწარმო სეზონზე 65 ტონა ჩაის ფოთოლს გადაამუშავებს. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. გადამმუშავებელ საწარმოში, სეზონურად, 10 ადამიანია დასაქმებული. კომპანიაში, მიმდინარე წელს, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი - HAჩჩP დაინერგა. „ლაითურის ჩაის საექსპერიმენტო კომპანიაში“ მინისტრთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები იმყოფებოდნენ. სახელმწიფოს დახმარებით, საქართველოს მასშტაბით, ჩაის წარმოების მიმართულებით 8,555,127 ლარის ღირებულების 42 სესხია გაცემული, მათ შორის, გურიის რეგიონში 6,083,890 ლარის ღირებულების 22 სესხია გაცემული. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)