|
2022-08-17 15:07:36, 1069 ნახვა
საზოგადოება
მეუფე სპირიდონი - რუს ტურისებს უხეშად მოეპყარით და გამოდევნეთ თქვენ თქვენი ქვეყნებიდან- ასე აკეთებდა ადოლფ გიტლერიც
რუს ტურისებს უხეშად მოეპყარით, გამოდევნეთ თქვენ თქვენი ქვეყნებიდანო- ასე აკეთებდა ადოლფ გიტლერი,- ამის შესახებ სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა, სპირიდონმა ქადაგებაში განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი ქმედებები საშინელი მკრეხელობაა. „მე მინდა გითხრათ კიდევ ერთი ძალიან უსიამოვნო იცნიდენტის შესახებ - სოციალურ ქსელებში მოვისმინე, რომ ტურისტებს შეურაცხყოფას აყენებენ. სლავებს, რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს... ჯერ ერთი, სტუმარ-მასპინძელი ხომ მაინც წაგიკითხავს ვაჟა-ფშაველასი? მერე მეორე, პირდაპირ ჩანს, რომ ეს გარკვეული ძალების მიერ არის ინსპირირებული. იქიდან მოუწოდა იმ უკრაინის პრეზიდენტმა და მათმა ხელმძღვანელობამ, რუს ტურისტებს ძალიან უხეშად მოეპყარით, თქვენი ქვეყნიდან გამოდევნეთო. რა ვიცი, რა შეიძლება ამაზე რომ ითქვას ახლა?! ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი. საწყალ ებრაელებს დევნიდა, სადაც ნახავდა, ხოცავდა ყველგან. მაღაზიაში არ უშვებდა, სასადილოში არ უშვებდა, რესტორანში არ უშვებდა, თავშეყრის ადგილებზე არ უშვებდა. ეს იყო საშინელი დევნა ებრაელი ხალხის. ახლა თქვენ აკეთებთ მაგას რუსების მიმართ. ეს არის. რა ჰქვია მაგას? ეს ხომ საშინელი მკრეხელობაა, კაცო?“,- განაცხადა მეუფე სპირიდონმა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)