|
2022-08-17 12:05:10, 1046 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა სომეხ კოლეგას სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მიმდინარე წლის 14 აგვისტოს ერევანში მომხდარი ტრაგედიის გამო, სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს, პოლიციის გენერალ-მაიორ ვაჰე ღაზარიანს, სამინისტროს სახელით, სამძიმრის წერილი გაუგზავნა, სადაც სავაჭრო ცენტრ “სურმალუში" მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა გამო მწუხარება გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვახტანგ გომელაურმა სომეხ კოლეგას თანადგომა გამოუცხადა, ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და დაზარალებულ მოქალაქეებს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით, მსურს, გამოვხატო ღრმა მწუხარება 14 აგვისტოს, ერევანში, სავაჭრო ცენტრ "სურმალუში" მომხდარ ძლიერ აფეთქებასთან დაკავშირებით. ნება მომეცით, ამ მწუხარების ჟამს მოგმართოთ თქვენ და სომეხ ხალხს, რათა გამოვხატო თქვენდამი უდიდესი პატივისცემა და თანადგომა. მინდა, ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მივუსამძიმრო და დაზარალებულ მოქალაქეებს სწრაფად გამოჯანმრთელება ვუსურვო",- წერს ვახტანგ გომელაური.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)