|
2022-08-14 17:40:20, 2187 ნახვა
სამართალი
შსს - დედის მკვლელობის ბრალდებით 17 წლის შვილი და მისი თანამზრახველი დავაკავეთ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა დედის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 17 წლის ნ.ხ. დააკავეს. გამოძიების ცნობით, დაკავებულია არასრულწლოვნის 19 წლის რ.ნ.-ც, რომელიც მას მკვლელობაში ეხმარებოდა. შსს-ს ცნობით, 14 აგვისტოს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ნ.ხ.-მ 1988 წელს დაბადებულ დედას, ინიციალებით ჟ.ხ. საკუთარ სახლში დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. "გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მას მეგობარი ეხმარებოდა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ჟ.ხ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ნ.ხ. და რ.ნ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს". – წერია განცხადებაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის ი ქვეპუნქტით და 109 მუხლის ი ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)