|
2022-07-29 12:55:43, 949 ნახვა
საზოგადოება
სამგორში ორი ახალი რეკრეაციული სივრცე ეწყობა
სამგორის რაიონის გამგეობა ორი ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობის მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვარკეთილი 3-ში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩიდან გახოკიძის ქუჩამდე არსებულ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 3 ჰა ფართობი კეთილმოეწყობა. აღნიშნულ სივრცეში დაგეგმილია საბავშვო მოედნის, ტრენაჟორების, სანაგვე ურნებისა და მოსასვენებელი სკამების განთავსება. ასევე, დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, რომელიც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება. დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და ფერდობებზე, კორპუსებთან დამაკავშირებელი კიბეები მოეწყობა. ,,რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მკ/რ-ის კორპუსი 9-ის მიმდებარედაც, დაახლოებით, 1 ჰა ფართობზე. აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის სამგორის რაიონის ბიუჯეტიდან ჯამში, 4 200 000 ლარი გამოიყო. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)