|
2022-07-24 19:01:07, 1637 ნახვა
საზოგადოება
ბორჯომში სამარშუტო ტაქსი გადაბრუნდა - არიან დაშავებულები
ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვაბისხევთან. ახალციხე-თბილისის სამარშრუტო ტაქსი, რომელიც ახალციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ინფორმაციას ადგილობრივი ტელეკომპანია, TV ბორჯომი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტში დაახლოებით 14 მგზავრი იმყოფებოდა. არიან დაშავებულები. სავარაუდოდ 7 ადამიანი, ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, მსუბუქი დაზიანებებით. მომხდარზე გამოძიება, 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)