|
2022-07-24 10:58:11, 1127 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციამ ე.წ. მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ე.წ. მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით ჯანდაცვის სფეროს კუთხით გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დროისათვის დაფიქსირებულია ე.წ. მაიმუნის ყვავილის 16 000-ზე მეტი შემთხვევა 75 ქვეყანაში. ვირუსის აფეთქების პერიოდში გამოვლინდა 5 გარდაცვალების შემთხვევა. ”გადავწყვიტეთ, რომ მაიმუნის ყვავილის გლობალური გავრცელება წარმოადგენს საერთაშორისო შეშფოთების საგანს და საგანგებო მდგომარეობას”, - განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა . საგანგებო მდგომარეობა აძლიერებს რესურსებისა და ინფორმაციის კოორდინაციას და გაზიარებას ერებს შორის. ტედროსმა დასძინა, რომ ეპიდემია სწრაფად ვრცელდება და არსებობს "შემდგომი საერთაშორისო გავრცელების აშკარა რისკი". ჯანდაცვის სფეროში მხოლოდ ორი მსგავსი საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, კორონავირუსის პანდემია და მუდმივი ძალისხმევა პოლიომიელიტის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს საქართველოში მაიმუნის ყვავილის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)