|
2022-07-22 12:32:00, 643 ნახვა
საზოგადოება
დიღმის მასივში ავტოფარეხების ნაცვლად მოსასვენებელი სივრცე მოეწყო
დიღმის მასივში, მეოთხე კვარტლის მე-17 და მე-18 კორპუსების მიმდებარედ, ავტოფარეხების ადგილზე, მოსასვენებელი სივრცე მოეწყო. დიდუბის გამგეობამ გასულ წელს ადგილობრივი მცხოვრებლების თანხმობით, ავტოფარეხების დემონტაჟი განახორციელა. შემდგომ მოსახლეობასთან შეთანხმებით, მოსასვენებელი სივრცის პროექტი მომზადდა და მშენებლობა დაიწყო. პროექტის მიხედვით, დაიგო დეკორატიული ფილები, ტერიტორია შემოისაზღვრა უსაფრთხოების მოაჯირებით, მოეწყო განათების სისტემა. სივრცეში განთავსდა საბავშვო და სპორტული ზონები. ტერიტორიაზე დაიდგა საპარკე ინვენტარი, დაიგო რულონური ბალახი. დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანთან და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნული მოსასვენებელი სივრცის მშენებლობა კომპანია „ზმ ჯგუფმა“ განახორციელა. სამუშაოების ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 310 000 ლარი გამოიყო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)