|
2022-07-22 12:29:51, 750 ნახვა
საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ქართული ჯარის კვების რაციონს გაეცნენ
არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ იმყოფებოდნენ, სადაც მათ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა. უმაღლესი სტანდარტებით აშენებულ ახალ სასადილოში სტუმრები ჯარისკაცის კვებითი მომსახურების პირობებსა და მრავალფეროვან რაციონს გაეცნენ. არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა სამხედროებთან ერთად „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს. სამხედროების კვებითი მომსახურების სტანდარტებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ქართული ჯარი უმაღლესი ხარისხის პროდუქტით, მათ შორის უმაღლესი ხარისხის ქართული, გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით მარაგდება. პროდუქტის ხარისხსა და სასადილოებს თავდაცვის სამინისტროს სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი, სურსათის ეროვნული სააგენტო და სამხედრო პოლიცია ამოწმებს. თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ნაწილში განახლებულია სასადილო და კვების ობიექტები. ინფრასტრუქტურა აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები კრწანისში „თავდაცვის უმაღლესი კურსის“ ფარგლებში იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)