13:44 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-20 10:22:52, 725 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ექიმების, ექთნებისა და მძღოლების საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ექიმების, ექთნებისა და მძღოლების საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო. ამის შესახევ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

გამოცდები როგორც თეორიულ, ისე - პრაქტიკული ნაწილს მოიცავს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრები სავალდებულო საკვალიფიკაციო გამოცდებს 2 წელიწადში ერთხელ აბარებენ, მანამდე კი, საგანმანათლებლო ცენტრში, მოსამზადებელ ტრენინგებს ესწრებიან. 

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იმყოფებოდა. ზურაბ აზარაშვილმა გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებს წარმატებები უსურვა. მინისტრმა, მოადგილე ილია ღუდუშაურთან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელ ალექსანდრე კუტიბაშვილი ერთად, ცენტრში მიმდინარე პროექტები და არსებული გამოწვევები განიხილა. 
როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, კლინიკებსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებში მომსახურების ხარისხის გაზრდა სამინისტროს პრიორიტეტია. ჯანდაცვის მინისტრმა ახალ პროექტზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც პარამედიკოსები სამედიცინო მოტოციკლით შეძლებენ გადაადგილებას, რაც გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას უფრო ოპერატიულს და ეფექტურს გახდის.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics