|
2022-07-19 18:36:44, 1395 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ „ოცნების“დეპუტატებსა და ვატო წერეთელს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ, 30 ივნისს, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და "ტვ პირველის" დირექტორის, ვატო წერეთელს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით დაიწყო. "მომხდარ ფაქტზე გამოძიების დაწყებამდე, საქართველოს პროკურატურა აქტიურ კომუნიკაციაში იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შესაბამის წარმომადგენლებთან არსებული სამართლებრივი საკითხების გადაჭრის მიზნით, მათ შორის - მოცემული ინციდენტის შესასწავლად აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩასატარებლად საელჩოს კუთვნილ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის 15 ივლისს, პროკურატურაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით შემოვიდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნოტა, რომელშიც მათი მხრიდან გამოხატულია მზაობა დიპლომატიური მისიის ტერიტორიაზე, 30 ივნისს მომხდარი ინციდენტის გამოძიების მიმართულებით საელჩოსა და საელჩოს პერსონალის დიპლომატიური იმუნიტეტის გათვალისწინებით, დიპლომატიური არხების გამოყენებით ითანამშრომლონ საქართველოს შესაბამის უწყებებთან. ხსენებული ნოტის მიღების შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც აქტიურად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება. ამავდროულად, მზადყოფნას გამოვთქვამთ სრულად ვითანამშრომლოთ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან 30 ივნისს, მათ ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტის სრულყოფილად გამოძიების პროცესში",- წერია პროკურატურის განცხადებაში. ცნობისთვის, "ტვ პირველის" დირექტორის, ვატო წერეთელის განცხადებით, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა, თვითმხილველების თვალწი, სახეში გაარტყა. თავდასმხმელთა რიგებში იყვნენ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი ზარქუა და ბექა ოდიშარია.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)