|
2022-07-19 18:34:55, 939 ნახვა
საზოგადოება
„საქართველო რუს მოჭადრაკეებს ხელგაშლილი ელოდება“- ბათუმში დაგეგმილ ტურნირში მონაწილეობას რუსი მოჭადრაკეები მიიღებენ
„საქართველო რუს მოჭადრაკეებს ხელგაშლილი ელოდება“,- წერს რუსული გამოცემა Chess-News. გამოცემის ცნობით, ბათუმში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე, მონაწილეობას რუსი მოჭადრაკეები მიიღებენ. 8, 10 და 12 წლამდე გოგონათა და ვაჟთა ტურნირი ზღვისპირა ქალაქში 15-დან 28 სექტემბრამდე ჩატარდება. " საქართველო რუს მოჭადრაკეებს ხელგაშლილი ელოდება. 8, 10 და 12 წლის მოჭადრაკეებს შორის ტურნირი 15-28 სექტემბერს გაიმართება,"- ვკითხულობთ გაბრცელებულ ინფორმაციაში. მოჭადრაკე სერგეი ზაგრებელნის მიერ პოსტის კომენტარებში კი ოქსანა გუსევა ინტერესდება, იქნებიან თუ არა ტურნირზე უკრაინელები. "არ ვიცი, ეს უკვე ჩვენი პრობლემა არაა" - უპასუხა მოჭადრაკემ. ჩემპიონატი 14,16 და 18 წლის ბავშვებს შორის რუმინეთშიც ჩატარდა. თუმცა იქ რუსეთის დელეგაცია არ გაუშვეს, რადგან ჩათვალეს, რომ იქ უსაფრთხოების ზომები დაცული არ იქნებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)