|
2022-07-15 16:12:01, 1178 ნახვა
საზოგადოება
24 თებერვლიდან 9 მარტამდე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 23 300-მდე უძრავი ნივთი დაირეგისტრირეს
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის მოქალაქეების მხრიდან უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნა. ყველაზე მეტი უძრავი ქონება - 23 945 ნივთზე, რუსეთის მოქალაქეებმა დაარეგისტრირეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ავრცელებს. ანგარიშის თანახმად, . უკრაინის 3 350 მოქალაქის საკუთრების უფლება 4 423 უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა, ბელარუსის 538 რესპუბლიკის მოქალაქის საკუთრების უფლება - 603 უძრავ ნივთზე. "აღნიშნული საჯარო ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 3 თვის დაგვიანებით მოგვაწოდა და ისიც ხარვეზით, მხოლოდ წერილის გაგზავნის თარიღის დრომდე მდგომარეობით,"- ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)