|
2022-07-14 15:04:03, 736 ნახვა
საზოგადოება
ინფლუენსერები კოლხეთის ეროვნულ პარკში
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა და თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა კოლხეთის ეროვნულ პარკში საერთაშორისო ბლოგერებსა და ინფლუენსერებს უმასპინძლეს! ბლოგერმა მოგზაურებმა საქართველოში Unesco-ს ბუნებრივი მემკვიდრეობა მოინახულეს და ინფორმაცია მიიღეს ტერიტორიის მნიშვნელობის შესახებ. კოლხეთის ეროვნული პარკის გარდა, ბლოგერები ოკაცესა და მარტვილის კანიონებსა და თუშეთის დაცულ ტერიტორიებსაც ესტუმრნენ. 12 ინფლუენსერი, რომელიც საქართველოს 4 სხვადასხვა მიმართულებით მოგზაურობს, სხვადასხვა რეგიონის სათავგადასავლო, ეკო, კულტურულ-ტურისტულ მიმართულებებს და პროდუქტებს სოციალურ ქსელებში პოპულარიზაციას გაუწევენ, რომელსაც მილიონობით ინტერნეტ მომხმარებელი გაეცნობა მთელს მსოფლიოში. მასშტაბური პროექტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკულ პლატფორმა Steller-თან ერთად ხორციელდება. პროექტის ფარგლებში 2 კვირის განმავლობაში Facebook-ის, Instagram-ის TikTok - ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერები და ინფლუენსერები აშშ-დან, კანადიდან და ევროპიდან საქართველოს ტურისტულ ადგილებს სტუმრობენ. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ტურისტების მოზიდვის ხელშეწყობასა და ქვეყნის ტურისტული ცნობადობის გაზრდას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
კვლევა: სახელისუფლებო გზავნილების მხარდასაჭერად AI პროფილების ქსელი აქტიურად მუშაობს
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)