|
2022-07-12 10:24:41, 645 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის აეროპორტში ქართული ტრადიციული ორნამენტებით შექმნილი აქსესუარებისა და ნივთების მაღაზია გაიხსნა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება განაგრძობს ქართული ბრენდების მხარდაჭერას. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიით და ესთეტიკით შთაგონებული სახლის ნივთებისა და აქსესუარების - ბლუტაბლას კუთხე გაიხსნა. კომპანიამ გაფართოება რეგიონებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით დაიწყო, სადაც პირველი ფილიალი გახსნა. უწყების ცნობით, ბლუტაბლა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში მდებარეობს. „კომპანიის რიგით მეშვიდე მაღაზიაში ქართული ტრადიციული ორნამენტებით გაფორმებული სუფრების, ფარდაგების, ორიგინალური ჭურჭლის, მაჯის საათებისა და სამკაულების ყიდვაა შესაძლებელი. ქართულ ბაზარზე ბლუტაბლამ ოპერირება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ბრენდის პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც საქართველოს მოქალაქეებში, ისე ტურისტებში. ბლუტაბლას პროდუქციის შეძენა შესაძლებელია თბილისში მდებარე მაღაზიებში, ონლაინ და ახლა უკვე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)