|
2022-07-11 15:59:47, 1061 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მომსახურების ახალი ოფისი გაიხსნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ქუთაისში მომსახურების ახალი ოფისი გახსნა, სადაც გადამზიდველები ყველა საჭირო მომსახურებას მიიღებენ. ფილიალი უზრუნველყოფს საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერად სატვირთო გადაზიდვის ნებართვებთან დაკავშირებულ მომსახურებას, ასევე ტრანსპორტის უსაფრთხოების ორგანიზებისთვის განკუთვნილი დოკუმენტების მიღებასა და გაცემას. ქუთაისის ოფისი რიგით მეოთხეა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მომსახურების ცენტრებს შორის თბილისის, ბათუმისა და ფოთის შემდეგ. შედეგად, გადამზიდველები, რომლებიც იმერეთში საქმიანობენ, სააგენტოს მომსახურების მიღებას უფრო სწრაფად და კომფორტულად შეძლებენ. სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო 2011 წლიდან ფუნქციონირებს. სააგენტოში ბოლო თვეებში განხორციელებული რეფორმების შედეგად, გამარტივდა ნებართვების გაცემის წესი, ხოლო მომსახურების დრო შემცირდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)