|
2022-07-08 15:55:07, 1329 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტი ტესტის შესრულებას ოჯახის წევრის ნაცვლად ცდილობდა - აპლიკანტები გამოცდიდან მოხსნეს
2022 წლის ეროვნული გამოცდებიდან მოიხსნა 2 აბიტურიენტი, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან, ერთი მათგანი გამოცდაზე შესვლას მეორის ნაცვლად ცდილობდა,- აცხადებს გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგაძე. edu.aris.ge გორგაძეზე დაყრდნობით წერს, რომ კიდევ 2 აბიტურიენტს აეკრძალა საგამოცდო პროცეში მონაწილეობის მიღება. მათ შორის, ერთი - ტელეფონის ფარულად შეტანის, მეორე კი დამხმარე მასალის აღმოჩენის გამო. „ მინდა ვთქვა, რომ გვაქვს გამოცდიდან მოხსნის 4 შემთხვევა. ერთი იყო ტელეფონის ფარულად შეტანის გამო, მეორე - დამხმარე მასალის აღმოჩენის გამო და იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პირი, მისი ოჯახის წევრის ნაცვლად ცდილობდა შეესრულებინა ტესტი. მინდა, გავაფრთხილო კიდევ ერთხელ აპლიკანტები, რომ მსგავსი შემთხვევები არ რჩება იდენტიფიცირების გარეშე, ჩვენ გვყავს ძალიან კომპეტენტური პერსონალი და ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა აღკვეთილია და ორივე პირი მოხსნილია გამოცდიდან - ორივე წევრი იყო დარეგისტრირებული“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)