|
2022-07-05 14:07:12, 1477 ნახვა
საზოგადოება
კასპის სახელოვნებო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა
კასპის სახელოვნებო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა. უწყების ცნობით, კონცერტში ინდივიდუალური შემსრულებლების გარდა მონაწილეობდა სკოლის მომღერალთა გუნდი გიორგი ხასიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც მიმდინარე წელს თურქეთსა და ისრაელში ონლაინ ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულია. „სახელოვნებო სკოლის ფოიეში პარალელურად ხატვის წრის მოსწავლეთა ნამუშევრებიც გამოიფინა. კასპის სახელოვნებო სკოლა 60 წელია არსებობს, რომელმაც თაობები აღზარდა და მათგან ზოგი დღეს აქ უკვე პედაგოგის რანგშია. სკოლამ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „სამუსიკო სკოლებში ინვენტარის განახლება“ გაიმარჯვა, მოიპოვა 60 000 ლარი და 2 როიალი და 10 ფორტეპიანო შეიძინა. კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ წარმატებები უსურვა მოსწავლეებს, პედაგოგიურ კოლექტივს და აღნიშნა, რომ გასულ წელს 551 000 ლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარეს და დღეს სკოლა თანამედროვე ყველა პირობას აკმაყოფილებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)