|
2022-07-04 11:48:38, 1015 ნახვა
საზოგადოება
ქაშიბაძე - 16 წლის გოგომ ლეღვის ნახარშით მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო
დიდი იმედი გვქონდა, რომ მსგავსი შემთხვევა არ იქნებოდა, თუმცა პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, - დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, საქართველოში ლეღვის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მისი თქმით, პაციენტი 16 წლის გოგონაა, რომელსაც მესამე ხარისხის, ქიმიური დამწვრობა აქვს მიღებული. „გუშინ 16 წლის გოგონა შემოვიდა, რომელმაც რუჯის მიღების მიზნით, ლეღვის ნახარში გამოიყენა. დიდი იმედი გვქონდა, რომ მსგავსი შემთხვევა არ იქნებოდა, თუმცა პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტს მესამე ხარისხის დაზიანება აქვს, ქიმიური დამწვრობაა. მდგომარეობა სტაბილურია. გარკვეული პერიოდი კლინიკაში დაყოვნება მოუწევს,“ - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ „ინტერპრესნიუსთან“. ცნობისთვის, სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ლეღვის ნახარშის რუჯის მიღების მიზნით გამოყენება ჯანმრთელობისთვის საშიშია და ქიმიურ დამწვრობას იწვევს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)